შეფასების რუბრიკა- სპორტი
შ ე ფ ა ს ე ბ ი ს დ ო ნ ე ე ბ ი | |||
კრიტერიუმები | დ ა ბ ა ლ ი | ს ა შ უ ა ლ ო | მ ა ღ ა ლ ი |
ჩართულობა და თანამშრომლობა. | -მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საგაკვეთილო აქტივობებში, მაგრამ ნაკლები ინტენსიობით ითვისებს იმ აუცილებელი მოძრაობით უნარ-ჩვევებს, რომლებსაც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი. | -აქტიურობს, მაგრამ აქვს ხარვეზები. არ ცდილობს არსებული ცოდნის გაუმჯობესებას. ნაკლებად თანამშრომლობს მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. | - მუდამ ჩართულია და აქტიურია. თანამშრომლობს, როგორც თანატილებთან, ისე მასწავლებლებთან. -მრავალმხრივი და სპორტული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოყენებას. წინააღმდეგობრივი ბარიერის წაწყდომისას ეძებს გამოსავალის მოხერხებულ ვარიანტს. |
ტაქტიკური მომზადება | -უჭირს გუნდურობის პრინციპის დაცვა, ხშირად უშვებს შეცდომებს. | -კარგად აქვს გააზრებული გუნდური თამაშის მნიშვნელობა, ზოგჯერ უშვებს შეცდომებს. | -გათვალისწინებული აქვს გუნდურობის მნიშვნელობა, შეუძლია ძალების განაწილება თამაშის დროს. |
ტექნიკური მომზადება | - აკთებს ვარჯიშს, მაგრამ სანახევროდ, მალევე იქანცება. - ბურთის ტარებისას უშვებს შეცდომებს, არ გადაადგილდება წესების დაცვით. | - ვარჯიშობს კარგად, კარგი მოძრაობებით გადადის ვარჯიშიდან ვარჯიშზე. - ახერხებს ბურთის გადაცემას, ტარებას, ტარების წესების გათვალისწინებით, თუმცა აქვს მცირე ხარვეზები. | - შეესაბამება გაკვეთილის ფორმას ძალიან კარგად აკეთებს ვარჯიშებს. - ფლობს ფეხბურთის ბურთის ტარების ტექნიკის ყველა აუცილებელ უნარ-ჩვევებს. |
ინტელექტუალურ- ფსიქოლოგიური მომზადება. | - უჭირს ქცევის ზოგიერთი ნორმისა და წესის დაცვა. | - ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ სპეციალურ ნორმებსა და წესებს, აქვს ხარვეზებიც. | - ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებსა და წესებს. |
Комментариев нет:
Отправить комментарий