,,ქართული კულტურის გაცნობა,შესწავლა და პოპულარიზაცია ‘’


 
სოციალური პროექტის გეგმა   

სოციალური პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მუსიკის  პედაგოგი  მზია  ჯავახიძე;   ხელოვნების  პედაგოგი  ნონა  გაბელია; სპორტის პედაგოგი ოლგა ტოროშელიძე; ი.ს.ტ-ის  პედაგოგი  ბელა  ჩხიტუნიძე  
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტი
სკოლა
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
თანამედროვე ბავშვები ნაკლებად არიან დაინტერესებული ქართული კულტურით. ნაკლებად უსმენენ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ვერ ცნობენ სხვადასხვა კუთხის ცეკვებს; ასევე ნაკლებად ინფორმირებულნი არიან ქართველი სპორტსმენებით. ამ პრობლემამ მიგვიყვანა იმ იდეამდე, რომ განგვეხორციელებინა სოციალური პროექტი ,,ქართული კულტურის, ხელოვანი ადამიანების და ქართველი სპორტსმენების  გაცნობა, შესწავლა და პოპულარიზაცია.“
პროექტის დასახელება
,,ქართული  კულტურის  გაცნობა, შესწავლა და  პოპულარიზაცია“
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები უკეთესად გაეცნობიან  საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურას, ხელოვნებას და იმ კუთხის სპორტსმენების ბიოგრაფიას და წარმატებებს. სხვადასხვა  კლასის  მოსწავლეები  იმეგობრებენ ერთმანეთთან. გაუზიარებენ  ერთმანეთს აზრებს  და  შთაბეჭდილებებს. მოაწყობენ კულტურულ  ღონისძიებებს.
საგანი/საგნები
მუსიკა;  ხელოვნება;  სპორტი და ი.ს.ტ.

საფეხური /კლასი
დაწყებთი-საბაზო-საშუალო
პროექტის განხორციელების დრო
14.10.2019წ.-15.11.2019წ.
საგნობრივი სტანდარტები
მუსიკის სტანდარტი:
მუს.საბ.4 ნაწარმოების მოსმენისას მუსიკის გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მხატვრული სახის შექმნაში მათი როლის განსაზღვრა; მუს.საბ.5. აკადემიური და ხალხური მუსიკის ნიმუშებში მხატვრული კონცეფციის განსაზღვრა.

ხელოვნების სტანდარტი.
გ.საბ.3. ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზი (მხატვრულგამომსახველობითი ხერხები, ეპოქა, სტილი, მიმდინარეობა, დარგი, ჟანრი, ავტორი), ინტერპრეტაცია და შეფასება; სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები სახვითი ხელოვნების ტექნიკა ეპოქა მიმდინარეობა; ს.გ.საბ.4. სხვადასხვა ეპოქის, კულტურის და სტილის ნამუშევრების ამოცნობა და ე*/რთმანეთთან შედარება ისტორიული, რელიგიური, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.

ი.ს.ტ.-ის სტანდარტი
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში. (იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას; ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს; ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება; მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე);  
ის.ტექნ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას (აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას; იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების შექმნისას (მაგ.,: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება); მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ; გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის; ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას; ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
ის.ტექნ.დაწყ.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის (იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად; იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს (მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების მისაწვდომობის ნორმებს).

სპორტის სტანდარტი
ფ.ა.სპ.საბ.1. ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის (როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და სოციალიზაციის ხელშემწყობი საშუალების) მნიშვნელობის გაცნობიერება;
ფ.ა.სპ.საბ.2. სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების საშუალებით ორგანიზებულობის განვითარება;
ფ.ა.სპ.საბ.3. სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში თვითკონტროლის (მაგალითად: ემოციების მართვა, დისციპლინის, უსაფრთხოების, ძირითადი წესებისა, სამართლიანი თამაშის წესების დაცვა) გამოვლენა.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
პროექტი მიზნად ისახავს: 
მოსწავლეს განუვითაროს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები, სოციალური, თანამშრომლობითი უნარები,  შეისწავლონ მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობის პრინციპები. მოსწავლე გაეცნოს  საქართველოს სხვადასხვა  კუთხის კულტურას, შეისწავლოს  და პოპულარიზაცია  გაუწიოს. დაეხმაროს  მოსწავლეს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მუსიკის და ხელოვნების  როლის გააზრებასა და საკუთარი ესთეტიკური შეხედულებების ფორმირებაში.
მოსწავლე მოისმენს, უყურებს საქართველოს თითოეული კუთხის სიმღერებსა და ცეკვებს. შეძლებს სხვადასხვა კუთხის სიმღერებისა და ცეკვების გარჩევას. შეისწავლის და შეასრულებს სხვადასხვა კუთხის  ცეკვებს და სიმღერებს. შეუძლია ისაუბრობს სიმღერების სტილზე, ჟანრზე, ხასიათზე. მოსწავლეები მოაწყობენ ღონისძიებას  სადაც  გამოიყენებენ  შესწავლილ სიმღერებს და ცეკვებს .
ღონისძიების საშუალებით  მოხდება  მოსწავლეების  მიერ ნასწავლი სიმღერებისა და ცეკვების  დემონსტრირება, შეფასება. მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს.  აგრეთვე მასწავლებელიც აფასებს  მოსწავლეებს   და  აძლევს  უკუკავშირს .
ხელოვნების მხრივ მოსწავლეები მოიძიებენ ხელოვნების ნიმუშებს, შეისწავლიან  შესრულების  მანერას, შექმნიან ჩანახატებს: ,,ჩემი თვალით დანახული საქართველოს სხვადასხვა კუთხეები” და მოაწყობენ გამოფენას.
გამოფენაზე   მოსწავლეები  წარმოადგენენ   თავიანთი  ჩანახატის  პრეზენტაციას. შეაფასებენ  ერთმანეთის   ნამუშევრებს. მასწავლებელიც აფასებს   მოსწავლეებს და  აძლევს   უკუკავშირს. მოსწავლეები  მოაწყობენ სპორტულ შეჯიბრებებს, რაც ხელს შეუწყობს  სოციალურ, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, დაანახებს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესით მნიშვნელობას, ხელს შეუწყობს მოსწავლეების ერთმანეთთან  დამეგობრებას და  დაახლოებას.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
თქვენი  აზრით:
·         არის თუ არა მნიშვნელვანიადამიანისათვის მუსიკისა და ხელოვნების ცოდნა?
·         რტომ არს საჭირო საქართველო სხვადასხვა კუთხეების კულტურის ცოდნა?
თემატური კითხვები
საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეებს  მუსიკისა და  ხელოვნების  და სპორტის მხრივ  რა  საერთო   აქვთ  და  რითი  განსხვავდებიან  ერთმანეთისაგან?
შინაარსობრივი კითხვები
·         საქართველოს  სხვადასხვა კუთხეში რამდენხმიანი  სიმღერებია გავრცელებული ?
·         სიმერებისა და ცეკვების შექმნა რას უკავშირდება?
·         შეისწავლე შენთვის საყვარელი  სიმღერა და ცეკვა.
·         რომელი ხელოვნების ნიმუშებია ცნობილი საქართველოს სხვადასხვა კუთხში ?
·         შექმენი ჩანახატები: ,,შენი თვალით დანახული საქართველოს  კუთხეები”.
·         თქვენი აზრით  თითოეული კუთხე  საინტერესო და მიმზიდველი  რა თვალსაზრისით  მოიაზრება ?
·         შეაგროვე საქართველოს სხვადასხვა  კუთხეზე არსებული მითები და ლეგენდები.
·         არის თუ არა მნიშვნელოვანი  სპორტი ადამიანის ცხოვრებაში ?
·         მოიძიე  ინფორმაცია  საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში მცხოვრებსპორტსმენებზე.
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ე)ი
პროექტის დასაწყისში
 კითხვების დასმა.
 დისკუსია თემაზე: ,,როგორ  გავხადოთ პოპულარული საქართველოს  კუთხეები”
მოსწავლები  ავსებენ ცხრილს :
,,ვიცი, მინდა ვიცოდე,, გავიგე“ ვიცის გრაფას

პროექტის მსვლელობისას
·         დაკვირვების დღიურის  გაკეთება.
·         ინფორმაციის მოძიება;
·         ვორდის ფაილში მცირე  საინფორმაციო ტექსტის  შექმნა.
·         ნახატების შექმნა  საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე.
·         ნახატის   შესრულება  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხეზე.
·         სლაიდ  შოუს შექმნა.
    მოსწავლები  ავსებენ ცხრილს :
,,ვიცი, მინდა ვიცოდე,  გავიგე“ მინდა ვიცოდეს გრაფას.

პროექტის დასრულების შემდეგ
მოსწავლეთა  მუშობის თვითშეფასების ჩეკლისტის შევსება.
პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკის შევსება.
პროექტის თვითშეფასების  ჩეკლისტის შევსება.
მოსწავლეები ავსებენ ცხრილის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე,  გავიგე“ გავიგეს გრაფას.

·         ღონისძიების გამართვა.
·           გამოფენის  მოწყობა. (სცენარი)
·         სპორტული შეჯიბრებების მოწყობა.
·         საპრეზენტაციო სლაიდის შექმნა.
შეფასების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა  წინარე  ცოდნის  შესაფასებლად შევავსებინებთ  ცხრილს პროექტის  დაწყებამდე, სადაც ჩანს  თუ რა  იციან  მოსწავლეებმა,  რისი  მოლოდინი  აქვთ. მოსწავლეთა დისკუსიას   მასწავლებელი  აფასებს დაკვირვების ჩეკლისტით. ვაფასებთ  ნახატებს გაწერილი კრიტერიუმებით. მოსწავლეები ნახატებს აფასებენ  თვითშეფასების ჩეკლისტით. პროექტის დამთავრებისას ავსებენ შედგენილ სქემას, საბოლოოდ   მასწავლებელი გაწერილი  კრიტერიუმებით  ხოლო  მოსწავლეები  თვითშეფასების ჩეკლისტით აფასებენ პროექტს.
 სასწავლო პროცედურები:
მოსწავლეებს ვყოფთ  ჯგუფებათ, თითოეულ ჯგუფს  თავიანთი სურვილით ვარჩევინებთ  საქართველოს კუთხეებს. ვაძლევთ მითითებებს: უყურონ, მოისმინონ, მოიძიონ, ისწავლონ მათი შესაძლებობიდან  გამომდინარე საქართველოს სხვადასვხა კუთხის  ცეკვები, სიმღერები სპორცმენები. გაეცვნონ კულტურას, შეაგროვონ ინფორმაცია კულტურულ ღირსშესანიშნავობების შესახებ. მოიძიონ ხელოვნების ნიმუშები. გაეცვნონ  კუთხურ სამზარეულოს. შეაგროვონ ინფორმაცია თითოეული კუთხის ისტორიის შესახებ. გააკეთონ  ჩანახატები და მოაწყონ  გამოფენა თემასთან  დაკავშირებით. შექმნან საპრეზენტაციო სლაიდი
წინარე  ცოდნამოსწავლე უნდა ფლობდეს  ტექნოლოგიურ  უნარ-ჩვევებს. შეეძლოს ინტერნეტის საშუალებით მოიძიოს საქართველოს სხვადასხვა  კუთხის  სიმღერები, ცეკვები და ხელოვნების ნიმუშები. სართველოს წარმატებული სპორტსმენები. შეეძლოს ინდივიდუალური და ჯგუფური  მუშაობა.
სპეციალური საჭიროებების  მქონე მოსწავლეები
 არ არის
ნიჭიერი მოსწავლეები
ნიჭიერ მოსწავლებს ეძლევა შედარებით რთული დავალებები: სიღრმისეული კვლევა მათ მიერ შერჩეულ  თემასთან  დაკავშირებით, ინტერნეტის, კომპიუტერის გამოყენება პროექტის მიმდინარეობისას. აგრეთვე  თემასთან  დაკავშირებულ ვიზუალური მასალის შექმნა. 
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
მოთხრობები, ისტორიული მასალები. ნაშრომები–კვლევები საქართველოს სხვადასხვა  კუთხეებზე. მათი სახელის  წარმოშობაზე, ადგილმდებარეობაზე, მათ კულტურაზე, სამზარეულოზე   და  ა.შ ….
ინვენტარი/მასალები
სკოლის  საზეიმო  დარბაზი; კომპიუტერი; პროექტორი.
ინტერნეტრესურსები
google.com;   youtube.com

სხვა რესურსები
 პიანინო, ცენტრი, დინამიკები, მიკროფონები. კომპიუტერი, პროექტორი,  მოწვეული  სტუმრები, მოსწავლეები სხვა კლასიდან და სხვა  სკოლიდან, პედაგოგები, ადგილობრივი   თემის წარმომადგენლები, მშობლები ...

პროექტის შეფასების რუბრიკა

N
1 ქულა

2  ქულა
3 ქულა
1.   მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2.   ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული, არ  არის იდეებს  შორის ლოგიკური  ჯაჭვი, რაც აბნევს  მკითხველს/მსმენელს
გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების  ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული  ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3. შინაარსის კორექტულობა
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
ძირითადად კორექტულია ზოგიერთი  შეუსაბამო ან მცდარი  ინფორმაციით
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4. ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით .
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის  ნიშნები
5. კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი  ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია.
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებული არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6. თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან  შეუსაბამოა,ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი.
თვალსაჩინოების  კავშირი შინაარსთან ნათელია ,მაგრამ ერთფეროვანი
მრავალფეროვანია, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად  შესრულებული
7. შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს  ხდის
8.
კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ  ცოდნადთან,რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით  კომპეტენტურობაზე
9.
დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები  ჩამოყალიბებულია კვლევის  ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის  სიახლე (ორიგინალურობა),ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან .ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული
10. პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის  არსი, უჭირს  აზრის ჩამოყალიბება და პასუხის  გაცემა ,არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს,პასუხობს  შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი,მკაფიო მეტყველება,აუდიტორიაზე გათვლილი,ძირითადი იდეებია  გაშლილი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას


























რეფლექსია  სოციალურ პროექტ ,,ქართული კულტურის გაცნობა,შესწავლა და პოპულარიზაცია ‘’


პროექტის ჩატარების დრო  : 14.10. 2019 წელი-15.11.2019 წელი .

სკოლა : სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  საიმერლოს საჯარო სკოლა

საფეხური :  საშუალო-საბაზო-დაწყებითი

კლასი : V-XI

მოსწავლეთა რაოდენობა : 43

საგანები :  მუსიკა; ხელოვნება;  სპორტი  და ი.ს.ტ.

თემა :  საქართველოს კუთხეები

მიზანი ფ.ა.სპ.საბ.1.ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის (როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და სოციალიზაციის ხელშემწყობი საშუალების) მნიშვნელობის გაცნობიერება;
მოკლე ვადიანი  - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველი სპორტსმენების  შესახებ  ინფორმაციის  მოძიება.
გრძელ ვადიანი   ფ.ა.სპ.საბ.2.   სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების საშუალებით ორგანიზებულობის განვითარება;
       

            მუსიკის პედაგოგმა მზია ჯავახიძემ ,ხელოვნების  ნონა გაბელიამ ; სპორტის პედაგოგმა ოლგა ტოროშელიძემ და ი.ს.ტ. პედაგოგმა ბელა ჩხიტუნიძემ  ერთობლივად  დავგეგმეთ  პროექტი ,,ქართული კულტურის გაცნობა ,შესწავლა  და  პოპულარიზაცია ‘’.

      პროექტი   გამოვიდა   საინტერესო,   სახალისო,   ინტერაქტიური.   პროექტზე    გამოყენებულმა   სტრატეგიებმა    უზრუნველყო     მოსწავლეთა     მოტივირება,    მათი მაქსიმალური     ჩართულობა    და    აქტიური   სწავლა.  ვფიქრობთ,  მოსწავლეთა  პროვოცირება  კარგად   შევძელით    გეგმაში   წარმოდგენილი   აქტივობებისა   და რესურსების   გამოყენებით.   ცოდნის   გააქტიურების   მიზნით   ვთხოვეთ   მოსწავლეებს ,რომლებიც  5–ჯგუფად   იყვნენ   დაყოფილნი  და დავალებად  საქართველოს სხვადასხვა კუთხის  კულტურა ჰქონდათ შესასწავლი,   შეევსოთ   მიცემული   ცხრილი   პროექტის   მსვლელობის განმავლობაში : ვიცი/ მინდა ვიცოდე/ გავიგე. პირველი –ვიცის  გრაფა .   ჩამოეწერათ ჯგუფურად ,  თუ   რა   ინფორმაციას   ფლობდნენ   მიცემული  დავალების  შესახებ  კულტურის  თვალსაზრისით.მინდა ვიცოდე -მათთვის საინტერესო  მიცემული დავალების ირგვლივ  რა არის და გავიგე -პროექტის დასრულების შემდეგ თუ რა ცოდნა დააგროვეს ჩამოეწერათ, ასეთი სახის აქტივობა ნათლად დაანახებდა მათ პროექტის მნიშვნელობას.
     
    მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურა,    გაეცვნენ   თითეული კუთხის ფოლკლორს  :  სიმღერებს და ცეკვებს . ცნობილ მომღერლებს და მოცეკვავებს ;   მხატვრებს  , მათ  ბიოგრაფიასა    და    შემოქმედებებს ; სამზარეულოს და ა.შ  კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მოიძიეს საჭირო  ინფორმაცია . ისტ-ის პედაგოგის დახმარებით  შექმნეს ვიდეოკოლაჟები და პროექტორის საშუალებით  წარმოადგინეს  პრეზენტაცია . შეისწავლეს თითეული კუთხის სიმღერები და ცეკვები .მოაწყვეს  ღონისძიება სკოლაში ,,ქართული  მუსიკალური  კულტურა’’ ,  გამოფენა  მოცემულ თემასთან  დაკავშირებით .  გაეცვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  მცხოვრებ  სპორტსმენებს, მათ ბიოგრაფიას და შემოქმედებას  .შეისწავლეს  სხვადასვა  კუთხეში პოპულარული    სპორტის  სახეობები  და მოაწყვეს აგრეთვე  სპორტული შეჯიბრებები  სპორტის  სხვადასხვა  სახეობებში :  ფეხბურთში , კალათბურთში და   მაგიდის ჩოგბურთში ,მოძრავ თამაშებში.
      გამართული  ღონისძიებები ძალიან   საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა .
         
       პროექტის მსვლელობის  განმავლობაში  ვცდილობდით  ,  რომ   ფასილიტატორები   ვყოფილიყავით , ეტაპობრივად  დავხმარებოდით  მოსწავლეებს  და  მიგვეცა   მათთვის აქტიურად  მოქმედების  შესაძლებლობა . ვთვლით ,რომ  მივაღწიეთ    განსაზღვრულ  მიზანს ,რადგან  ხელი  შეეწყო მოსწავლეებში  კვლევა-ძიების ,სოციალური , თანამშრომლობითი , პრეზენტაციის,  შემოქმედებით ,ანალიტიკურ  უნარების  განვითარებას .მოსწავლეები  , როგორც  ჯგუფურად  , ისე ინდივიდუალურად თვითონ  აგებენ  ცოდნას .ასეთი  სწავლების  დროს ხდება  საგანთაშორისი  კავშირის  დამყარება  და  ცოდნის  გამთლიანება .
       
      პროექტის  სუსტ  მხარედ  მიმაჩნია  ის რომ   , მოცემული  დროის განმავლობაში  მოსწავლეებმა   სრულად  ვერ  მოახერხეს წარმოეჩინათ  საქართველოს სხვადასხვა  კუთხეებში სპორტის  რომელი  სახეობები იყო პოპულარული , ვფიქრობ შემდგომი დაგეგმვის დროს  სწორად  გავწერო საჭირო დრო ,რომ მსგავსი  ხარვეზი  არ  განმეორდეს.    
      





















































































































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий