სოციალური პროექტი: ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი"



პროექტის გეგმა

სოციალური პროექტი,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“

სახელი,გვარი-ოლგა ტოროშელიძე

ალაქი/რაიონი/დაბა - ქ.მარნეული
 
სკოლა-სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელ საიმერლოს       საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება: ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი“

პროექტის შინაარსი-პროექტის თემატური საკითხები და ძირითადი აქტივობები:

        ჰიგიენური ნორმებისა და გარემოს  დაცვა,
         სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე;

         სწორი და ჯანსაღი კვება;
        მავნე ჩვევებზე (მოსაწევი საშუალებები,ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული საშუალებები, დოპინგ-საშუალებები) უარყოფა.
        დამატებითი ინფორმაციის მოძიება ისტ-ის საშუალებით.

საგანი/საგნები: ფიზიკური აღზრდა.

საფეხური/ კლასი  II-ა

პროექტის განხორციელების დრო -  დაწყება 1.10.2019
                                                                    დასრულება 2510.2019
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტი :


..დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

..დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების წარმოჩენა.

..დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში .
პროექტის სასწავლო მიზნები /სწავლების შედეგები:
მიზანი: ჯანსაღი ცხოვრების ცნობიერების ამაღლება;

პროექტში შემავალი თემების შემუშავება და წარდგენა.
მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარება;
თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
         თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სხეულის ფიზიკურ განვითარებას უთმობს
        ჩართულია სხვადასხვა საზოგადოებრივ (გარემოს დაცვის, ბავშვთა უფლებების დაცვის, ხანდაზმულებზე მზრუნველობის) გაერთიანებაში; 
      
        გამოყოფს ძირითად საკითხებს;
       
        ინფორმაციებს აკავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან და მის საფუძველზე გამოკვეთს და გამოხატავს
       საკუთარ პოზიციას განხილულ საკითხთან მიმართებაში.
        პირადი გამოცდილებიდან კონკრეტული მაგალითის მოხმობით განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას;
        გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ მიზეზებს;



მიმართულების მიცემა საკვანძო კითხვებროგორ გვესმის მცნება - ”ჯანსაღი ცხოვრება”
თემატური კითხვები:    

1.როგორ გამოვიყენოთ  ისტ-ი და სხვადასხვა ინფორმაციული საშუალებები ჯანსაღი ცხოვრების დანერგვისთვის?
2.რა გავლენას ახდენს ჰიგიენური ნორმებისა და გარემოს დაცვა ადამიანის ჯანმრთელობაზე?
3.რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი ჯანსაღი ცხოვრებისთვის?
4.როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?
5.როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები და მშობლები გარემოს დაცვით პროექტებში?
6.მიღებული საკვები რა უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმზე?
7.ჯანსაღი ცხოვრება როგორ ვარეგულიროთ?
შინაარსობრივი კითხვები:
1.რა ჰიგიენურ საშუალებებს ვიყენებთ  ჯანსაღი ცხოვრებისთვის?
2. სპორტის რომელ სახეობებში ხართ ჩართული?
3.რომელ პროდუქტებს ვიყენებთ ჯანსაღი კვებისთვი
4.რომელი ჯანსაღი  საკვები იცით?
5.რა იცით მცნება “ჯანსაღი ცხოვრების”შესახებ?
6. რა სარგებელი აქვს წყალს ორგანიზმისთვის?


პროექტის თემატური გეგმა

            აქტივობა
თარიღი
   შენიშვნა
1. აქტივობა. პროექტის პრეზენტაცია, თემატური გეგმის განხილვა
1.10.2019
ფიზ .აღზრდის პედაგოგიპედაგოგი
2. აქტივობა .ლექცია - ჰიგიენური ნორმების დაცვა

5. 10. 2019
 ფიზ .აღზრდის პედაგოგი
3.აქტივობა. სკოლის გარე პერიმეტრის დასუფთავება
8.10.2019
 ფიზ .აღზრდის პედაგოგი
4. აქტივობა. ფილმის ჩვენება ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი“
11.10.2019
 ფიზ .აღზრდის პედაგოგი

პედაგოგი



5. აქტივობა.მოძრავი თამაშები ,ესთაფეტები.
15.10.2019
პედაგოგი
ფიზ .აღზრდის
6 მინი ლექცია თემაზე ,,წყლის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის“ .კომპლექსური ვარჯიშების შესწავლა
18102019
ფიზ .აღზრდის პედაგოგი


7. აქტივობა. ფილმის ჩვენება,,ჯანსაღი პროდუქტით კვება“
22.10.2019
მოსწავლეები
8. აქტივობა. პრეზენტაცია - პროექტის მსვლელობისას მიღწეული შედეგების ანალიზი და შეჯამება
25.10.2019
მოსწავლეები პედაგოგი ფიზ .აღზრდის.








რეფლექსია პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში განვახორციელე  პროექტ გაკვეთილი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“
პროექტის შინაარსი-პროექტის თემატური საკითხები და ძირითადი აქტივობები:

        ჰიგიენური ნორმებისა და გარემოს  დაცვა,

         სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ზეგავლენა ჯანმრთელობაზე;
         სწორი და ჯანსაღი კვება;
        მავნე ჩვევებზე (მოსაწევი საშუალებები,ალკოჰოლური სასმელები, ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული საშუალებები, დოპინგ-საშუალებები) უარყოფა.
        დამატებითი ინფორმაციის მოძიება ისტ-ის საშუალებით.

პროექტი განვახორციელე  II-ა კლასში 1 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით. პროექტის ფარგლებში განვახორციელე სხვადასხვა აქტივობები:
·         მინი-ლექცია  ჰიგიენური ნორმების დაცვა
·         ფილმის ჩვენება ,
·         მხიარული სტარტები,
·         სკოლის შემოგარენის დასუფთავება და.ა.შ.
             პროექტზე მუშაობა წარიმართა გეგმის მიხედვით ,არ დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება.ჩემთვის, როგორც პედაგოგისათვის .სტიმულის მომცემი იყო მოსწავლეებთან მუშაობა, დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით ვეკიდებოდი ამ საქმეს, ვმუშაობდი მოსწავლეებთან ერთად და მათაც ვაძლევდი მოტივაციას შექებითა და დადებითი შეფასებით, რათა მეტი ენთუზიზმით ჩართულიყვნენ პროექტის მუშაობაში.
მუშაობის პროცესში  იყო ხარვეზებიც ,ყველა მოსწავლეს სურდა ცალკე გამოეხატა საკუთარი შესაძლებლობები. ვინაიდან 40 წუთი გვქონდა დრო ამიტომ შეძლებისდაგვარად გამომყავდა ბავშვები. (ძირითადად მეტი ყურადღებით ვეპყრობოდი იმ მოსწავლეებს, რომლებსაც  უჭირს ფიზიკური აქტივობებში ჩართვა.
მოსწავლეებმა და მშობლებმა სურვილი გამოთქვეს მეორე სემესტრშიდაც გაგრზელდეს პროექტი.















































Комментариев нет:

Отправить комментарий