სპორტის მასწავლებელი: ოლგა ტოროშელიძე
სასკოლო ოლიმპიადისათვის მოსწავლეთა მზადების გეგმა
მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სპორტისადმი,
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისთვის მზადება
მოსწავლეთა პროფილი: მე-9, მე-10 კლასები
2019 წლის ოქტომბერ, ნოემბერი
N
|
თვე/რიცხვი
|
თემა
|
მიზანი
|
გამოქვეყნებული რესურსი
|
1
|
04.10.19
|
ბურთის გაჩერებისა და დარტყმების ძირითადი ხერხების შესწავლა
|
ბურთის ტარება, გაჩერება და ბურთის დარტყმის ყველაზე რაციაონალური ხერხების
გამოყენება
|
ფეხბურთის ბურთები, სასტვენი
|
2
|
11.10.19
|
უძრავ და მოძრავ ბურთებზე სხვადასხვა ხერხით დარტყმები
|
ბურთის სწორად დარტყმის კარის მიმართულებით
|
|
3
|
18.10.19
|
ბურთის თავით დარტყმა
|
ნახტომში , ადგილიდან გამორბენიდან მფრენარე ბურთზე შუბლის შუა ნაწილით
დარტყმა
|
|
4
|
25.10.19
|
მეკარის თამაშის ტექნიკის შესწავლა
|
საწყისი პოზიციის შერჩევა კარში დარტყმის ადგილას და კუთხის შესაბამისად
|
|
5
|
01.11.19
|
ინდივიდუალური მოძრაობა ბურთით
|
სხვადასხვა სახის შემოვლის გამოყენება სისწრაფის მიმართულების ცვლით
|
|
6
|
08.11.19
|
ბურთის გადაცემა კვადრატში ერთი შეხებით
|
გუნდური თამაშის ტაქტიკის დახვეწა
|
|
7
|
15.11.19
|
ინდივიდუალური მოქმედება დაცვის ტაქტიკაში
|
მოწინააღმდეგის ჩაკეტვა შესწავლილი ხერხების გამოყენება სათამაშო სიტუაციაში
|
ოლიმპიადებისთვის/კონკურსებისთვის მზადების რეფლექსია
ფრენბურთში
(ვადები:2019 წლის ოქტომბერ,ნოემბერი)
შევნიშნე რა მოსწავლეების დიდი მონდომება და ინტერესი,
მათი მოთხოვნილებები, საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია კონკურსებში,
ოლიმპიადებში მონაწილეობისა , გადავწყვიტე, შემექმნა სპეციალური პროგრამა მათთან კლასგარეშე
დამატებითი საქმიანობისათვის მე-9, მე-10 კლასებში. რომლითაც, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა
შესაბამისად, ავამაღლებდი ფრენბურთის სწავლების დონეს, დამატებითი აქტივობებით გავამდიდრებდი
მათს ცოდნა-წარმოდგენას ფრენბურთში და ეს იქნებოდა
გარანტი წარმატების მოპოვებისა კონკურსებში
და ოლიმპიადებში. უპირველესად, შევადგინე სამოქმედო პროგრამა, რომელშიც გავითვალისწინე
მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალური, ასაკობრივი თავისებურებები, საჭიროებები
და ინტერესები, შესაბამისად, ჩემ მიერ შედგენილი პროგრამის დასაყრდენი და საფუძველი,
მიზანიც დასახელებული საკითხების ირგვლივ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის შევსება, განმტკიცება-გაღრმავება
იყო. მე და ჩემი მოსწავლეები
ხალისითა და ენთუზიაზმით შევუდექით მუშაობას. დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ
დადებითი შედეგი გამოიღო, ხელი შეეწყო მოსწავლეთა ფრენბურთისადმი
ინტერესის გაღვივებას, ნიჭიერ მოსწავლეტა გამოვლენას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის განმტკიცება
- გაღრმავებას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას,
მოსწავლეთა სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას;
ეს ძალიან კარგია, მაგრამ უმთავრესი - ჯერ ერთი - დარწმუნება იმაში, რომ გარჯა, შრომა
და მეცადინეობა უკვალოდ არ ქრება, რომ რწმენა ცოდნასთან ერთად ძალაა უძლეველი და მეორე
უმნიშვნელოვანესი - მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ისეთი უნარ - ჩვევები, რომლებიც სწავლების
ყოველ საფეხურზე და ყველანაირ კონკურსსა და შეჯიბრში, თუ ოლიმპიადაში მონაწილეობისას
გამოადგებათ.
რაიმე სერიოზული დაბრკოლების წინაშე არ აღმოვჩენილვართ, რამეთუ მუშაობა
მიმდინარეობდა გაწერილი სამუშაო განრიგის მიხედვით, ყველაფერი დროში იყო გაწერილი,
მაგრამ მუშაობის პროცესმა მიჩვენა რომ მსგავს სამუშაოს უფრო მეტი დრო სჭირდება. ანალოგიურ
შემთხვევაში მსგავსი სამუშაოსათვის მეტ დროს გამოვყოფ. ასე, რომ პროგრამის სამუშაო
განრიგის მოდიფიცირებას მომავალში დროის მიხედვით განვახორციელებ. ჩემი აზრით, მიზანი
მიღწეულია, ამ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესი დაკმაყოფილებულია.
Комментариев нет:
Отправить комментарий