გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა სპორტში

1.გაკვეთილის თემა
,,ტექნიკური მომზადება კალათბურთში’’
2.სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო საფეხური (VIIIკლასი)
3.მასწავლებლის სახელი და გვარი
ოლგა ტოროშელიძე
4.მოსწავლეთა რაოდენობა
20
5.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
0
6.გაკვეთილის სასწავლო მიზნები
ჩავაბათ მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოთ ხელი მათ ფიზიკურ განვითარებას.
სპორტის არჩეულ სახეობაში ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისატვის საჭირო სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და შესაძლებლობების ტექნიკის შესწავლა და სრულყოფა;
სპორტული წვრთნის ჰიგიენა და ტრავმატიზმის პროფილაქტიკა;
7.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზრვრული მისაღწევი შედეგი/ინდიგატორები
მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ ჩვევა.
მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.
აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
მონაწილეობს პროგრამით გატვალისწინებულ სპორტულ სახეობებში;
ამოწმებს საკუთარ მიღწევებს დროის გარკვეულ ინტერვალში;

8.თანმიმდევრობა   (აქტივობა და დრო)
გაკვეთილის მოსამსადებელი ნაწილი (15წთ)
1.ორგანიზაციული მომენტი-კლასის მოწყობა და გაკვეთილის ამოცანის გაცნობა.
2.საერთო მოთელვითიი ვარჯიშები,სირბილი დარბაზის გარშემო,პირდაპირ,გვერძე მიდგმითი ნაბიჯებით,ზურგით წინ.
3.სპეციალური მოთელვითი ვარჯიშები,წახტომები,ჩაჯდომები,ბრუნები.
გაკვეთილის ძირითადი ნაწილი (25წთ)
1.ბურთის ტარების შესწავლა სიარულსა და რბენში.
2.ბურთის ტარება:ბურთის ხელიდან ხელში გადატანით,წინაღობის შემორბენით,გვერდითი მიდგმითი ვარჯიშებით.
3.სასწავლო თამაში.
გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი (5წთ)
1.დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო,ღრმა ამოსუნთქვები ხელების დახმარებით.
2.მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.
9.შეფასება
განმავითარებელი
10.საკლასო მენეჯმენტი-საგანმანათლებლო რესურსები
კალათბურთის ბურთები,
სპორტული ფორმები,
სასტვენი,
წამზომი

Комментариев нет:

Комментариев нет:

Отправить комментарий